„სალომეს წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ კარაოკეში ხელს ვთხოვდი… “

ახლახან „პრაიმჰაუსის“ ცნობილმა წყვილმა – ნიკოლოზ ქართველმა და სალომე უშხვანმა დაქორწინება გადაწყვიტეს.

ნიკოლოზმა სალომეს ხელი მეგობრის კარაოკეში მოულოდნელად სთხოვა.

ამ დღის შესახებ ის ჟურნალ „გზას“ უამბობს:

„წარმოდგენა არ ჰქონდა ხელის თხოვნის შესახებ! ჩემი მეგობრის კარაოკეში, სადაც ვმუშაობ, ვთხოვე ხელი. ძალიან ვღელავდი, რადგან მანამდე ოფიციალურად ხელი არავისთვის მითხოვია. ცოლი მყავდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ მაშინ დაოჯახება ერთად გადავწყვიტეთ…“

სალომე უშხვანი: 

„ეჭვადაც არ მქონია, რომ ხელს მთხოვდა. კარაოკეში ჩვეულებრივად მივედი. უბრალოდ, ის სიმღერა ჩაირთო, რომელიც მე დამიწერა. გამიკვირდა. ვიფიქრე, არაფხიზელ მდგომარეობაშია და „მოაწვა-მეთქი…“