მომღერალ თათია კობალაძეს კორონავირუსის ახალი შტამი, EG.5 დაუდასტურდა და იგი ამჟამად კლინიკაში გადის მკურნალობის კურსს.
ვიდეომიმართვაში თათია ამბობს, რომ თავს უკეთ გრძნობს.
ის ამერიკულ პროექტში ავტორ-შემსრულებლების კონკურსზე მონაწილეობს და საკმაოდ წარმატებით მიიწევს წინ გამარჯვებისკენ. ბოლო მონაცემებით იგი ტოპ 10-ეულში იყო.
„ძალიან მალე, ის ოცნებაც ახდება, რომლის ასრულებასაც ბევრი ადამიანი ხელს უშლიდა
და ბევრსაც არ სჯეროდა…“,– წერს კობალაძე.