სალომე ბაკურაძე ჟურნალ „სარკეს“ უმხელს, რომ ძალიან მოსწონს დედამთილის, ლელა ფირცხალაიშვილის გემოვნება და მის გარდერობს ხშირად მიმართავს:
„მადლობა ღმერთს, დედამთილი მყავს, რომელსაც ძალიან უყვარს ჩაცმა, საუკეთესო გემოვნება აქვს. ერთი კონფიგურაციის ვართ და როცა ძალიან მჭირდება, მის გარდერობში შემიძლია შევარჩიო გამოსასვლელი ტანსაცმელი…“
სალომე ამავე ინტერვიუში წონაზეც საუბრობს:
„წონის მატება გარდატეხის ასაკში დამეწყო და მას შემდეგ თანავცხოვრობთ მე და ჩემი წონა. ვცდილობ, ვაკონტროლო ხან ვარჯიშით, ხან დიეტით. ვაიმე, რა გამხდარი გოგოაო, ჩემზე ვერ იტყვიან, მაგრამ ამით ხასიათს არ ვიფუჭებ. შემიძლია, სამოსი ისე მოვირგო, რომ მე მომიხდეს…“