„სიკეთის კეთება ძნელია არაა, ამოიღე მიეცი, მორჩა“ – კასპში მოღვაწე სასულიეროო პირი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
„დავიღალეთ ყველა ცუდის მოსმენით: მოკვდა, დაიხრჩო, ქონება დაიტაცა, გააუპატიურეს. შევხვდებით თუ არა გაიგე ის ავარიაში მოყოლილა და ა.შ ჩვევად გვექცა უკვე ცუდი ამბის ხარება. ეცადეთ რამე კარგი უთხრათხოლმე ერთმანეთს. აი, მაგალითად, წეღან კაცმა 20 კილო ხორცი მომცა გაჭირვებულებისთვის, ხო ვითომ არაფერია, მაგრამ ნახე 5 ოჯახში მარიამობას ხაშლამაზე დაილოცებიან, ისე რავი ალბათ დანდური უნდა ეჭამათ. სიკეთის კეთება ძნელია არაა, ამოიღე მიეცი, მორჩა. უბრალოდ უდარდელ-გაძუნწ-გაწუწკებულია ზოგი“ – წერს მამა ლევანი.