“ყველაზე გაჭირვებული მაშინ ვიყავი, როცა ქირურგად ვმუშაობდი“

მომღერალი ლაშა ღლონტი ჟურნალ „სარკესთან“ დანაზოგის გაკეთების ოქროს წესს ამხელს, რომელიც ებრაელმა მეგობარმა ასწავლა:

„მეც არ ვიცოდი ბევრი რამ, სანამ ჩემმა მოგვიანებით შეძენილმა ებრაელმა მეგობარმა არ მაზიარა სიბრძნეს, როგორ უნდა მართო ფინანსები…

ვთქვათ, დღეში 40 ლარი გაქვს შემოსავალი, თუ 50 ლარს დახარჯავ, ვალები დაგახრჩობს, თუ 40-ს დახარჯავ, ვერაფერს მიაღწევ. 5 ლარი მაინც უნდა გადადო იმ 40 ლარიდან, თავიდან ძნელია, შემდეგ  ეჩვევი, ნებისყოფაც გამოგიმუშავდება, ადვილად მოახერხებ ამ წესით ცხოვრებას და ცოტაოდენ დანაზოგსაც გააკეთებ…“ – ამბობს ლაშა ღლონტი.

მომღერალი ამავე ინტერვიუში იმასაც ამბობს, რომ ფინანსურად ყველაზე გაჭირვებული მაშინ იყო, როცა სასჯელაღსრულების სამედიცინო სამსახურში ქირურგად მუშაობდა.

„ფინანსურად წელი მოვმაგრე, როდესაც ამ სამსახურს თავი დავანებე და სიმღერა დავიწყე…“ – ამბობს ლასა ღლონტი.