თამარ ჩერგგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ჩვენს ბაბლში არიან მოღვაწენი, რომლებიც 2 წლის წინ, გიგა ბოკერიას საჭიროებას პოლიტიკაში ამოწურულად თვლიდნენ და სახლში წადიო უკიჟინებდნენ.
გიგამ და ჩვენ, ვისთვისაც გიგას როლი ამოწურული არ არის, ამ ადამიანების აზრი (“ჯანსაღი რჩევა”) არ გავითვალისწინეთ, ანგარებით ნაკარნახევად ჩავთვალეთ, ანგარებიან ხალხთან სანიტარული კორდონი ავაგეთ და იმ გზას ვაგრძელებთ, რა გზაც, ჩვენი რწმენით, მიზნამდე მიგვიყვანს.
ახლა, ეს ადამიანები, რომლებიც ორი წლის წინ თვლიდნენ რომ გიგასი და
მისი თანამოაზრეების ადგილი პოლიტიკაში აღარ არის, დღეს გვაშანტაჟებენ – რომ ექსლუზივისტები ვართ, არ ვიკარებთ “თანამოაზრეებს” და ხმას არ მოგვცემენ.
ბიჭებო თქვენ ცოტა ალაოდ ხომ არ ხართ?
ჩათვალეთ, რომ დაგიჯერეთ და წასულები ვართ ამ საქმიდან.
აი ჩვენ როგორ არარაობებადაც გთვლით, ისეთებად ჩაგვთვალეთ და გაა***ით.
ხომ გინდოდათ, რომ გავწეულიყავით?
ახლა რა არ გასვენებთ?“ – წერს ჩეგოლეიშვილი.