ლელა წურწუმიამ ბათუმში, ზაფხულის სეზონი რამდენიმე დღის წინ გრანდიოზულად დახურა.
ბათუმურ ცხოვრებაზე, სამუშაო გარემოსა და კონცერტისთვის მზადების პროცესზე ლელამ „მხოლოდ ლელასთან“ ისაუბრა.
„ჩემთვის ბათუმი, განსაკუთრებით, ზაფხულის პერიოდში, ჩვეულებრივი სამუშაო ქალაქია, თუ მთელი ზამთარი თბილისში ვმუშაობ, ზაფხულში უკვე ბათუმში გადმოვდივარ.. ამდენი ჩემოდნით ნამდვილად არავინ დადის არსად. მაგალითად, ერთი ჩემოდანი სავსეა კონცერტისთვის განკუთვნილი სპეციალური აქსესუარებით, ფეხსაცმელებით, შესაძლოა მთელი სეზონი ისე გავიდეს, არ ჩავიცვა, მაგრამ უნდა მქონდეს, რადგან არ ვიცი, იმ მომენტში რა ხასიათზე ვიქნები..