„დაგპირდით და სულ ახალი მეტსახელები გურჯაანიდან, სიღნაღიდან, წნორიდან და ლაგოდეხიდან“ – ამის შესახებ ჟურნალისტი თამარ ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„”ბრაზილია თენგო” – ცოლი მოიყვანა, გაშორდა და მერე იმის და მოიყვანა ცოლად.
“ცომგამოცლილი მზია” – აჭარელია და გამხდარი.
“აიფონა თემურა” – ვაშლის ბაღი დაესეტყვა და არცერთი დარჩა მთელი.
“ექიმი გურამა” – ქუჩაში ცუდად გამხდარა ვიღაცა, ამან რაღაც წამალი დაალევინა და ის კაცი მაშინვე მოკვდა.
ვიბრო “ზაურა” – ლოთია და ხელები უკანკალებს.
“სოსკა გიორგა” – ძაან დიდი ტუჩები აქვს და გგონია სულ სოსკა უდევს.
“გუდიყველა გელა” – სახეზე კანი აქვს რაღაცნაირი დახვრეტილი.
“ერეკლე გოგიტა” – ზურგზე დიდი ტატუ აქვს და აწერია “KING”
“დიკაპრიო ლევანა” – თეატრალურში ჩავაბარეო ორი წელი იტყუებოდა.
“ქარხანა ჟანა” – 5 წლია გათხოვდა და სულ ორსულადაა.
“დედისტ**ნა ნორა” – მოხუცი ქალია და სულ იგინება.
“ტრუსიკიანები” – დამსვენებელ ოჯახს დაარქვეს. სარწყავ არხზე კუპალნიკებით დადიან“ – წერს თამარ ოქრუაშვილი.