“ბევრ შეცდომას ვხედავ, რომლებიც თინათინთან მიმართებაში დავუშვი”

მანანა კოზაკოვა საუბრობს იმის შესახებ, რა ასწავლა ცხოვრებამ:

„ბავშვობა ბანკია, სადაც ვიგროვებთ ამა თუ იმ კომპლექსს, ტკივილს, ვერგადალახვის ჩვევას და ა.შ. მეორე ნაწილში ვუნდებით ამის დაძლევას. ეს რომ მცოდნოდა 40 წლამდე, არ დავუთმობდი იმ აზრებსა და ფიქრებს დროს, რასაც საჭირო დროს ვუთმობდი, რასაც სხვა რაღაცებში გამოვიყენებდი…

ძალიან მერიდებოდა მატერიალურზე საუბარი. ჩვენს დროს ამაზე უხერხულიც კი იყო საუბარი. ანაზღაურებაზე არ მივაჭრია. ახლა ვხვდები, რომ ძალიან დიდ შეცდომას ვუშვებდი. შრომა აუცილებლად უნდა დაფასდეს. ფულით ფასდება, რაღაცებზე უფრო მეტი მოთხოვნა უნდა მქონოდა.

დღეს ძალიან ბევრ შეცდომას ვხედავ, რომლებიც თინათინთან მიმართებაში დავუშვი. ჯერ კიდევ მეგონა, რომ პატარაა და ვერ ამჩნევდა რაღაცებს. ის არასდროს მეტყვის ამას, მაგრამ მივხვდი, რომ რაღაცებს განიცდის და ეს ჩემი ბრალია… თინათინს ყოველთვის ვეუბნებოდი, გარეგნობაზე ნაკლები იფიქრე-მეთქი… გაცილებით მეტი საინტერესო რამ ხდება ადამიანში, როცა ის მხოლოდ ამაზე არ ფიქრობს. 40 წლის ზემოთ ადამიანებს გარეგნობა ეცვლებათ მათი შინაგანი ბუნების მიხედვით. საინტერესო ადამიანი სხვანაირად გამოიყურება ასაკში, ვიდრე ცარიელი ადამიანი…“