კესარია აბრამიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტო „სქრინს“, საიდანაც ირკვევა, რომ ვიდეო ზარით იუნა შაფათავას ესაუბრა.
„ჩემო მონატრებული დაკო, დავადგინეთ, რომ ყველა კაცი ერთნაირი არ ყოფილა,“ – დაწერა კესომ.
შეგახსენებთ, იუნა და კესო ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში ერთმანეთს სიტყვიერად, მწვავედ დაუპირისპირდნენ. მაშინ ტაბლოიდები წერდნენ, რომ მათ კონფლიქტს განვითარება ექნებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, შერიგდნენ.