თათია შარანგიას ხმაურიანი სტატუსის შემდეგ, მისი მეუღლე, ჯარჯი თორაძე სოციალურ ქსელში თათას ფოტოებისა და ვიდეოების გაზიარებას აგრძელებს.
ამჯერად, ჯარჯიმ „სთორიში“ თათიასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, ასევე თათას ფოტო შემდეგი წარწერით:
„გაცნობიდან 2 წელი. წინ ძალიან ბევრი ბედნიერი წელი გვაქვს ჩვენს დიდ ოჯახს“ – აღნიშნულია ფოტოზე.
ცნობისთვის, ტელეწამყვანმა თათია შარანგიამ გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მეუღლეს, ჯარჯი თორაძეს შორდება.