„დაუმსახურებლად რამდენმა ადამიანმა მატკინა გული, ხელი მკრეს, ზევიდან მიყურებდნენ”

ბლოგერი და მომღერალი გივიკო დიდია აზიარებს პოსტს, სადაც იმის შესახებ საუბრობს, რატომ არ უნდა ავყვეთ ცუდ ხმებს:

„წარსულს გადავხედე, დაუმსახურებლად რამდენმა ადამიანმა მატკინა გული. ხელი მკრეს, ზევიდან მიყურებდნენ. როცა ვჭირდებოდი, მათთვის რა კარგი და ნიჭიერი ბიჭი ვიყავი. ალბათ, ეს ყველაფერი რომ არ ყოფილიყო ვიქნებოდი ერთ ადგილას გაჩერებული, ვერაფერს გავაკეთებდი, თუმცა მე ეს არ მჩვევია. ზუსტად გაჭირვებაშია ძალა, ყველა დახურული კარების და ყველა ქედმაღალი ადამიანის ცინიკური დამოკიდებულების უკან. ადამიანებისგან მიტოვებული ბევრჯერ ვყოფილვარ, მაგრამ უფლისგან – არასოდეს.

ვინც ახლა ამ პოსტს კითხულობ და დროებით უიმედოდ ხარ, გულით მინდა გითხრა – არასოდეს დანებდე.

იყავი უბრალო და გულით ღირებული.

არ აჰყვე ცუდ ხმას. იბრძოლე საკუთარი მიზნებისთვის და გწამდეს, უფალი არასოდეს მიგატოვებს!..

პ.ს ახლა ყველა დახურული კარების უკან მდგომ ადამიანს ვჭირდები.

ვისაც ადრე ვუთხარი, „არ დაგავიწყდეთ სამყაროში მოქმედი ბუმერანგის პრინციპი“.