“ხალხო, დავქორწინდი და ჯვრისწერისას სიხარულისგან ემოციები მომაწვა… რა გჭირს, ეროო” – საბა კობერიძე ჯვრისწერისას ატირდა

სოციალურ ქსელში ულამაზესი წყვილის, საბა კობერიძისა და ლილე ჟღენტის, ჯვრისწერის კადრები ვრცელდება, სადაც ნეფე ემოციებისგან და ბედნიერებისგან ტირის. ვიდეო ძალიან ბევრმა ფეისბუქგვერდმა თუ ბლოგერმა დადო, რომელთაც ბევრი არცთუ სასიამოვნო კომენტარი ახლავს.

წყვილმა სოციალურ ქსელში ქორწილში შესრულებული ულამაზესი ,,ტანგოს” კადრები გაავრცელა და უარყოფითი კომენტარების ავტორებსაც მიმართეს.

,,ვერ ვხვდები, ამის ახსნა რატომ მიწევს, თუმცა დიდი ხანია, ვიცი, რა სოციუმშიც ვცხოვრობთ, განსაკუთრებით ამ პლატფორმაზე ყველანაირად ჩარჩენილი ადამიანების თავმყორაა. საზოგადოებას ჯერ კიდევ ის უკვირს, ბიჭს რატომ მოსდის ცრემლი და გოგოს – არა. თითქოს ბიჭის ცრემლი ,,ტეხავს” და სტანდარტულად გოგომ უნდა იქვითინოს. მამაკაცისგან მსგავსი რეაქცია და გულწრფელი ბედნიერების ცრემლები იმდენად ეუცხოვება ჩვენს საზოგადოებას, რომ აუცილებლად მიზეზს ეძებენ ამაში. ყველაზე ლამაზი, პასუხისმგებლიანი და სულისშემძვრელი პროცესია ჯვრისწერა, სადაც ვდგავართ ამ ვიდეოში მე და საბა.

ამ მომენტში მე საბას ცრემლები არანაირად არ შემინიშნავს, თუმცა რომც შემემჩნია, არ ნიშნავს იმას, რომ მეც ცრემლს დავღვრიდი. ტირილი ბუნებრივი ემოციაა, რომელიც ადამიანს ბუნებრივად აწვება და არა დადგმილად, ვინმეს დასანახად. კადრში სრულიად მამაოსკენ მაქვს ყურადღება და, მგონი, ამის სრული უფლება მქონდა, რადგან ეს ,,დაძაბულობა” და ღელვაც ჩემი ბუნებრივი ემოცია იყო. მადლობა, ვინც თბილი სიტყვები დაწერეს ჩვენს ამ ლამაზ, ემოციურ და ბედნიერ წამებზე, – წერს ლილე ჟღენტი.

,,ხალხო, დავქორწინდი და ჯვრისწერისას სიხარულისგან ემოციები მომაწვა. კომენტარებს გადახედეთ და ,,იკაიფეთ”, რა შეგნების საზოგადაოებაში გვიწევს ცხოვრება და მერე იფიქრეთ ევროპებზე და ამერიკებზე, რესეთებზე და სხვა დანარჩენებზე. ვინც ვერაფრით გათხოვდა, ან კიდევ გათხოვდა და ქმარი ღალატობს, ან თბილი სიტყვა არ ღირსებია,  ყველა დაბოღმილი გაიჩითა. რა გჭირს, ეროო”, – დაწერა საბა კობერიძემ.