“ან ცეკვავ ისე, როგორც მოვითხოვ, ან საერთოდ არ ცეკვავ, მიდიხარ ჩემგან“ (ვიდეო)

სუხიშვილების ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე რეპეტიციის კადრები ვრცელდება.

ნინო სუხიშვილი მოცეკვავეებს მიმართავს.

“ან ცეკვავ ისე, როგორც მოვითხოვ, ან საერთოდ არ ცეკვავ, მიდიხარ ჩემგან“, – ამბობს ნინო სუხიშვილი კულისებში და განმარტავს, რა მოეთხოვება სუხიშვილების მოცეკვავეს.