„პაემანზე ბოლოს როდის ვიყავი, არ მახსოვს…“

მსახიობი კახა მიქიაშვილი პასუხობს ჟურნალ „თბილისელების“ კითხვას, რა სახალისო ამბავი გადახდენია პაემანზე: „

„პაემანზე ბოლოს როდის ვიყავი, არც მახსოვს (იცინის). ალბათ, ახალგაზრდობაში, ცოლის მოყვანამდე. ყველაზე სახალისო, რაც მახსენდება, სტუდენტობის დროინდელი ამბავია. თურქეთში ვიყავით გასტროლზე და თურქი გოგო გავიცანი. მე მისი ენა არ ვიცოდი, მან – ჩემი. არ ვიცი, რა ენაზე, მაგრამ ერთი კვირა ვურთიერთობდით (იცინის). მეტსაც გეტყვით, მერე ბაქოში გვქონდა გასტროლი, ეს გოგო იქაც შემხვდა და იქაც განვაგრძეთ ურთიერთობა…“