„მარტო, ყოველგვარი დახმარების გარეშე, მიაღწიეს ამ პატარა წარმატებას, მეამაყებით დე!“

ქუჩის მუსიკოსის, დავით ვაშაყმაძის ვიდეომ, რომელიც ლეგენდარულ სიმღერებს ქუჩაში გასაოცრად ასრულებს, სოციალური ქსელი ააფეთქა. დავითთან ერთად, ქუჩაში მღერის მისი და, ანასტასიაც. და-ძმა ვაშაყმაძეების დედა, ნატალია სოციალურ ქსელში მორიგ ვიდეოს აქვეყნებს და შვილებს სტატუსს უძღვნის:

„და-ძმა, რომლებმაც თავისი შრომით ერთმანეთისთვის და ერთად, მარტო, ყოველგვარი დახმარების გარეშე, მიაღწიეს ამ პატარა წარმატებას, მეამაყებით! დე, ხანდახან, არც ის მჯერა, რომ ჩემი შვილები ხართ…

თქვენ ხართ ჩემი საუკეთესო მეგობრები, რომლებიც უდიდეს ბედნიერებას მანიჭებენ ყოველდღიურად, მადლობა უფალს, რომ თქვენი დედობა მარგო წილად… წარმატება და ულევი გამარჯვება თქვენ!“ – წერს დავით და ანასტასია ვაშაყმაძეების დედა.

ვიდეოდან ჩანს, რომ უკვე პოპულარული და-ძმის მოსასმენად ქუჩაში უამრავი ადამიანი იკრიბება და მათი წარმოდგენაც, მინი-კონცერტს ჰგავს.