“სპექტაკლი მქონდა, ბავშვები ვის დავუტოვო-მეთქი და კლუბიდან არ მოვიდა, დამავიწყდაო…” (ვიდეო)

გადაცემაში ,,ნიკოლოზის კითხვები”, მსახიობი გიორგი ყიფშიძე ენი გასიევასთან დაშორების მიზეზებზე საუბრობს. 

მისი თქმით, 20-წლიანმა ასაკობრივმა სხვაობამ წყვილის ურთიერთობაზე იმოქმედა.

მეგონა, იდეალურ რაღაცაში აღმოვჩნდი, თურმე იმდენად არასწორი იყო… 

როდის მივხვდი იცი? მე რომ გამოვედი საავადმყოფოდან… უკვე კარგადაა ყველაფერი და ხვალ მაქვს სპექტაკლი… მეთქი, ბავშვები ვის დავუტოვო და კლუბიდან იმიტომ არ მოვიდა, დამავიწყდაო… სერიოზულად ვერ აღიქვამდა ისეთ რაღაცებს, რომ მივხვდი, ბავშვთან მაქვს ურთიერთობა…

ყველაფერს ავერიდე და მივხვდი, რომ სჯობს ჩაეხსნა. სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს.“, – ამბობს გიორგი ყიფშიძე.