“მარიშა ვიღაცის გაუმაძღარ და ხარბ მუცელს შეეწირა…”

ქართველი მოდელი, მარიშა გვიდანი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას “სოლიდარობის სახლი“ ავრცელებს.

“მარიშა ვიღაცის გაუმაძღარ და ხარბ მუცელს შეეწირა. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა, გადათხრეშილმა, ველოსაპედით მიმავალ ბავშვს ისე დაარტყა მანქანა, რომ ჰაერში აისროლა, მენჯი, არტერია, თირკმელი, ელენთა, ფილტვი მოაგლიჯა და ასფალტზე დანარცხებით ტვინი დაუზიანა. 9 დღე იბრძოლა დედისერთა ნანატრმა შვილმა და გაფრინდა იქ, სადაც ანგელიზები ელოდნენ. მძღოლის უპასუხისმგებლობამ  გაამწარა არამარტო მარიშას ოჯახი, სულიერად დაანგრია ბავშვის ყველა ახლობელი, ნათესავი, კლასელი, მეგობარი. მარიშას, რომელსაც ბრწყინვალე მომავალი ჰქონდა. ხატავდა, ძერწავდა, ცეკვავდა, ამ პაწია გოგომ მოასწრო და მოდელის დიდი კარიერაც კი შეიქმნა. გადაღებულია რამდენიმე კლიპში. ხშირად იყო ტელევიზიების და ჟურნალების ყურადღების ცენტრში. მართლაც, უცნაური და არაამქვეყნიური სილამაზით გამოირჩეოდა. მარიშა, საყვარელო. რატომ? რატომ? რატომ? გვიყვარხარ , ანგელოზო”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.