ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში წერს:
„რატომ კლავენ საქართველოში ქალებს??
არაერთხელ ვთქვი: მოძალადეების ქვეყანაა და მოგწონთ ძალადობა.
დილიდან ჩემზე ვკითხულობ კომენტარებს და მუქარებს- რამე გიკვირთ?
კანონით არ ისჯება მოძალადე.
პირდაპირი შეყრწცხყოფა, ფიზიკური, მორალური, ემოციონალური ძალადობა არ ისჯება და აზრი, ლაპარაკის?
უნდა დასაჯო ყოველდღე. ყოველი დღე.
ძალიან სერიოზულად უნდა დასაჯო. გინებაზე. შეურაცხყოფაზე. მუქარაზე. რაც არ ხდება. რეალურ და ვირტუალურ სივრცეში, მხოლოდ ძალადობაა და ქალებიც არ აკლებთ. გსიამოვნებთ.
ძალადობა ნებისმიერი სახით უნდა დაისაჯოს.
სანამ არ დაისჯება, ეს ‘საზოგადოება’ არ ისწავლის“ – წერს იუნა შაფათავა.