“გადასარევად ვიცი რომ უფრო დიდი სახელის მოხვეჭა შემეძლო, მაგრამ სრულიად შეგნებულად გავაკეთე არჩევანი…“

ირმა სოხაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ამბობს, რომ კარიერასა და ოჯახს შორის შეგნებული არჩევანი ოჯახზე შეაჩერა:

19 წლის გავთხოვდი და მას შემდეგ, პრაქტიკულად უარი ვთქვი დიდ კარიერაზე, გასტროლებსა და ანსამბლში მოღვაწეობაზე. რეზოს არასდროს უთქვამს, არ გაბედო სადმე წასვლა, სახლში იჯექიო, მაგრამ მე თვითონ ვიცოდი, რომ ეს არჩევანი უნდა გამეკეთებინა. გადასარევად ვიცი, რომ უფრო დიდი სახელის მოხვეჭა შემეძლო ყოფილ საბჭოთა კავშირში, მაგრამ სრულიად შეგნებულად გავაკეთე არჩევანი. თუ გასტროლებზე წავიდოდი, მე ოჯახს დავკარგავდი და ამიტომ დარჩენა ვარჩიე…“