სოფი ლორენის შვილი კარლო პონტი მარიამ შარმანაშვილთან ერთად თბილისში იმყოფება

ლეგენდარული იტალიელი მსახიობის სოფი ლორენის შვილი კარლო პონტი, შეყვარებულთან მარიამ შარმანაშვილთან ერთად საქართველოში იმყოფება.

მარიამ შარმანაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოდან ირკვევა, კარლო პონტიმ ქართული პური დააგემოვნა და ძალიან მოსწონს.

„მიყვარს ქართული პური, განსაკუთრებულია და დიღომში ერთ-ერთი საუკეთესოა“, – ამბობს კარლო პონტი.