“ჩემმა მეუღლემ ჩოგბურთის თამაშის დროს მომხიბლა, ბევრი საერთო აღმოგვაჩნდა”

დათო გომართელი თათია თოფურიასთან ინტერვიუში პირად ცხოვრებაზე დასმულ კითხვებს პასუხობს და ჰყვება, როგორ შეხვდა მეუღლეს, ტატას.

„ჩვენი შეხვედრა სპონტანურად, დაუგეგმავად მოხდა. არ ვიცნობდი და შევხვდით. ამდენი წლის განმავლობაში ჩვენ საერთო წრე გვქონდა, მაგრამ არასდროს შევხვედრივართ ერთმანეთს და ეს გასაოცარია. ძალიან ბევრი საერთო მეგობარი გვყავს. ასე მოხდა, რომ ჩვენი შეხვედრა და გადაკვეთა მხოლოდ რამდენიმე წლის წინ შედგა. ვიტყვი, რით მომხიბლა. ახალგაზრდობაში ჩოგბურთს ვთამაშობდი და ტატა იყო ახალგაზრდებს შორის ჩემპიონი. შევთავაზე, ხომ არ ვითამაშოთ-მეთქი. თავის გამოჩენა მინდოდა და რომ დავინახე, როგორ თამაშობს ტენისს, ერთ-ერთი მიზეზი იყო, რომ მისით მოვიხიბლე. ამას გარდა, ძალიან კარგად დგას თხილამურზე. ბევრი საერთო აღმოგვაჩნდა და ჩვენი ურთიერთობა მყარია, შეერთდა ჩვენი გულები.

როგორც ყველა ამბობს და თავადაც ამბობს, ისეთი არ ვარ, როგორც გარეთ. სახლში აბსოლუტურად სხვანაირი ვარ. იმ ემოციას, რასაც გავცემ და ენერგიას, რასაც ვხარჯავ, ამის აკუმულირებას სახლში ვაკეთებ, ამიტომ სახლში ვისვენებ, მიყვარს მარტო ყოფნა… ტატას რომ ჰკითხო, იტყვის, ისეთი არ არის, როგორსაც გარეთ ხედავთო… ზოგჯერ ისეთიც ვარ, როგორიც გარეთ…“