“ეს შეჩვენებული ცოცხალიც მკვდრად აქციეს”

პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი ცენტრის გახსნას ასე ეხმაურება:

,,მიშას მუზეუმი ვნახე…

იცით რა გამახსენდა?!… სამეგრელოში იცოდნენ ადრე. მიცვალებულის “ შარვალ-კოსტუმს” გაშლიდნენ ტახტზე. ფეხსაცმელებს დადებდნენ შარვლის ტოტის ბოლოში. თავის ნაცვლად ფოტოს …

მოკლედ, მკვდარი ცოცხალივით იყო…

ეს შეჩვენებული კი, ცოცხალიც მკვდრად აქციეს“ – წერს ხოფერია.