19 წლის ქართველმა მომღერალმა, ლიზი გოზალიშვილმა, The Voice of Germany-ის ბრმა კასტინგი წარმატებით გადალახა და 2023 წლის კონკურსის მონაწილე გახდა.
ლიზი გოზალიშვილმა მაიკლ ჯექსონის სიმღერა Earth Song შეასრულა და ჟიურის დიდი მოწონებაც დაიმსახურა.
“სცენაზე გასვლამდე ალბათ ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ ატირებულ მწვრთნელს და სპონტანურ დუეტს — ნამდვილად ვერ”, — წერს ლიზი გოზალიშვილი ფეისბუქზე და ბრმა კასტინგის ვიდეოსაც აქვეყნებს.