“მინდა რომ სულ ამერიკაში ვიყო, მაგრამ თბილისის და საქართველოს გარეშე არ შემიძლია“

ნუცა ბუზალაძე ამბობს, რომ საქართველოს გარეშე მას ცხოვრება უჭირს.

სწორედ ამიტომ ის ამერიკიდან სამშობლოში ხშირად ჩამოდის.

მომღერალმა აღნიშნა, რომ ხშირი ფრენები ჯანმრთელობისთვის ცუდია, მაგრამ მას თბილისის გარეშე არ შეუძლია.

„არ შემიძლია რომ არ ჩამოვიდე. ამაზე მინდა, რომ ვიმუშაო, რომ ასე ხშირად არ ვიარო.

რეალურად, ეს ფრენები ძალიან ცუდია ჯანმრთელობისთვის. მე კი დავფრინავ ორ თვეში ერთხელ. თბილისის და საქართველოს გარეშე არ შემიძლია,“ – აღნიშნა ნუცამ.