გურამ შარაძის ქალიშვილი, რუსუდან შარაძე მამის დაბადების დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„ჩემი მამიკო დღეს 83 წლის გახდებოდა. დროთა განმავლობაში, რაც ასაკით ვეწევი (67 წლის ხდებოდა, რომ მოკლეს), თან დიდი მეჩვენება, თან არცისე. ცხოვრებაში ხომ არასდროს მიგრძნია მისი „უფროსობა“, პირიქით, მასზე ახლო არავინ მყოლია. თუმცა ზღვარს არასდროს გადავსულვარ. სულ შევციცინებდი და მოწიწებული ვიყავი, მარტო კი არ მიყვარდა – უსაზღვრო პატივისცემით მიყვარდა. ბოლოსკენ იყო, რომ ერთხელ გავაბრაზე და ახლაც ვიგუდები – ეს გიორგიზე უარესიაო. მეტი „ჩხუბი“ არც მახსენდება.
მიყვარხარ, მა და შენთვის კიდეც რომ მოვკვდე, პირიქით, პატივზე პატივი იქნება ჩემთვის“, – წერს შარაძე.