“შევიკრიბებით ჭორვილას რიტუალების სახლში სადაც ბატონი მიხეილი სკაიპით ჩაგვერთვება და გაგვაცნობს სამოქმედო გეგმას”

კობა გელაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“საზოგადოებაში ცოტა გაურკვევლობა გამოიწვია ქ. სოფო ჯაფარიძის განცხადებამ ჭორვილაში ვიზიტთან დაკავშირებით, მინდა როგორც საორგანიზაციო ჯგუფის წევრმა მეტი სიცხადე შემოვიტანო როგორც მოგეხსენებათ ვიკრიბებით რესპ. მოედანზე და 11 საათზე გავემართებით ჭორვილასკენ, გადატვირთული მოძრაობების გამო საღამოს ჩავალთ და შევიკრიბებით ჭორვილას რიტუალების სახლში სადაც ბატონი მიხეილი სკაიპით ჩაგვერთვება და გაგვაცნობს სამოქმედო გეგმას, (გეგმა წინასწარ არ დაანონსდება !!!! ) გეგმას სისრულეში მოვიყვანთ და თვითკმაყოფილები გადავინაცვლებთ მოძვის ტყეში სადაც ტყის შუაგულში დანთებული ცეცხლის ფონზე კონცერტს გახსნის ქალბატონი ლელა “ღამის სიჩუმე გაფანტეთი” შემდეგ იქნება მერაბი, ლექსო და ბატონი ხუხაშვილის მკითხაობა/ზღაპრების ფონზე ჩაძინება…..დილით ვიღვიძებთ 7 ზე , ლევანი დილის გამამხნევებელ ვარჯიშებს გვიტარებს და მივდივართ ისევ რიტუალების სახლში მიშას სამადლობელ სიტყვას მოვისმენთ და ვბრუნდებით თბილისში, ჩამოვალთ და ვიკრიბებით ბატონი მიხეილის ვირტუალურ ოთახში სადაც გაიმართება ტრაპეზი, სუფრას დალოცავს და სულიერ მხარეს გაგვიმაგრებს მამა პეტრე ცაავა ხოლო თამადა იქნება ბატონ მიხეილზე და სამშობლოზე უანგაროდ შეყვარებული ბ. გიორგი ბარამიძე , ბევრი თქვენგანი იკითხავს კი მაგრამ გუბაზი სად არისო ?! … გუბაზიც აქვეა ხაშლამის ნაჭერს დასდევს…”