თათია შარანგია მიმართვას ავრცელებს

პიანისტი და ტელეწამყვანი თათია შარანგია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,მინდა პორტალებს მივმართო, ჩემს საყვარელ ნაცნობებს, თუ კოლეგებს, გულწრფელად გთხოვთ, ნუ აზიარებთ ყველა ფოტოს თუ ვიდეოს რასაც ვდებ და ნუ არქმევთ რაღაც საოცარ სახელებს.

მე თქვენ გიფრთხილდებით და იგივეს გთხოვთ თქვენც. გთხოვთ და არა მოვითხოვ. მსოფლიოში იმდენი პრობლემაა, და მით უფრო ჩვენს ქვეყანაში, ხალხს ნუ დაღლით ჩემი პირადი სივრცით, გთხოვთ. იმდენი პრობლემაა, არავის აინტერესებს რას ვაკეთებ ყოველდღიურად მე. ბევრად უფრო გამიხარდება გავიგო, ვის სჭირდება დახმარება, ვინ გაიმარჯვა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე და ა.შ… ისედაც არ გამოვირჩევი დიდი აქტიურობით სოციალურ ქსელებში. მაგრამ შვილების ფოტოა ეს, თუ ქმრის, ამას ვდებ ჩემს პირად გვერდზე, რადგან ვცხოვრობ ჩემი ცხოვრებით და რადგან მინდა გამომწერებს გავუზიარო რიგი მოვლენები, ისედაც ვაკლებ მათ ყურადღებას.

არ ვთვლი, რომ საზოგადოების, ვისაც სულაც არ ვაინტერესებ მე, ვაღიზიანებ, ან თუნდაც ვუყვარვარ, ყოველდღიურად განსახილველი უნდა გახდეს ყველაფერი, თითქოს მე ვახვევ მათ თავს ბედნიერებას თუ დილის საუზმეს.

მადლობელი ვიქნები, თუ დაასვენებთ საზოგადოებას ჩვენი წყვილისგან და ჩემი ფოტოებისგან. თუ რამე ქვეყნისთვის საკეთილდღეოს შევქმნით მე და ჩემი მეუღლე, ან მოგეწონებათ ინტერვიუ რომელიც შედგა ჩემს სტუმართან და გაუზიარებთ საზოგადოებას, მხოლოდ გამიხარდება. ეს პოსტიც გთხოვთ გააცანით მათ.

მიყვარხართ და წინასწარ გიხდით მადლობას”, – წერს თათია შარანგია სოციალურ ქსელში.