“მიყვარხარ სამუდამოდ“ – გიგი დედალამაზიშვილი და მარინა კარპი ქორწინების 11 წლის იუბილეს აღნიშნავენ

ჯგუფ „მგზავრების“ სოლისტს, გიგი დედალამაზიშვილს, საზოგადოება უკვე წლებია, კარგად იცნობს. მუსიკოსის კარიერულ წარმატებასთან ერთად საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას მისი პირადი ცხოვრებაც იმსახურებს. მომღერლის მეუღლე უკრაინელი ფოტოგრაფი მარინა კარპია, რომელთან ერთადაც გამოჩენა ყოველთვის დადებით შეფასებას იმსახურებს საზოგადოების მხრიდან.

წყვილი დღეს ქორწინების 11 წლის იუბილეს აღნიშნავს.