”პერიოდულად, მარტო ვიდექი და ვუყურებდი იმ საოცრებას, რომელიც ჩემმა შვილმა შექმნა“

ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

”პერიოდულად, მარტო ვიდექი და ვუყურებდი იმ საოცრებას, რომელიც ჩემმა შვილმა შექმნა!🙏🏼 ჩემმა შვილმა..♥️
არ მიყვარს შვილების ქება. ალბათ, მეშინია, რომ გავთვალავ 🤣… ან, გამოყოლილი მაქვს, რომ ბიჭებს სიმკაცრე და დედის ხელი სჭირდებათ. რა ვიცი… ფაქტი სახეზეა, სულ მახსენებენ, რომ უკვე დიდები არიან, 4-4 შვილი ყავთ და უამრავი საფიქრალი აქვთ. დედა შეეცილოთ დარდსა და საფიქრალში…
გუშინ საოცრება მოაწყო ბექამ. საოცრება თბილისური ემოციებით! ყველა და ყველაფერი ერთად იყო: სამება, თბილისის ანძა, მთაწმინდის მთვარე, კლასელების ნახვის ბედნიერება, მამიკოს მეგობრები, დედას დაქალები, 35- ე სკოლის “ პატარა” ფეხბურთელები, უბნელები, ( ქალების თემას გამოვტოვებ, თქვენის ნებართვით.🤣🤣🤣🤣) იყო ბევრი ბედნიერება, სიხარული და ნაღდი სიყვარული🙏🏼🌺🌺🌺
… და იყო თბილისი, რომელიც, როგორც შეძლო, ისე გაალამაზა ბექამ! თბილისი, რომელთანაც ჩემ შვილს არაფერი შეშლია და რომელსაც, ნაღდი თბილისური სიყვარულით აშენებს!
გენაცვალოს დედა, დე! თბილისი წმინდანივითაა, სიკეთეს, ქვაზე დადებულს თუ ქვაში ჩადებულს, ათასმაგად აბრუნებს უკან!
მრავალჯამიერ!👏👏👏👏♥️”