მარიამ როინიშვილმა წონასთან დაკავშირებით „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.
როგორც მარიამმა აღნიშნა, თინეიჯერობიდან ჭარბი წონა აწუხებდა.
„კვების რაციონი არ შემიცვლია, ერთადერთი რაც შევამცირე ეს არის ულუფები,“- აღნიშნა მარიამმა.
მარიამმა ჭარბ წონასთან დაკავშირებით ბულინგის მიმართულებითაც ისაუბრა:
„ხშირად არ ვაკონტროლებთ სიტყვებს, მაგალითად ვამბობთ, როგორ გახდი, ან როგორ გასუქდი. მე მინდა, რომ ყველას გთხოვოთ, ვისაც გყავთ გარშემო ისეთი ადამიანები, ვისაც აქვს მსგავსი პრობლემა, რაღაცნაირად ვუგულშემატკივროთ და დავუდგეთ მათ გვერდით. პატივი ვცეთ ერთმანეთს, მივიღოთ ისეთები, როგორებიც ვართ. გვიყვარდეს ერთმანეთი +20 კილოთიც და -40 კილოთიც,- აღნიშნა მარიამმა.