„ვინც ყველაზე მეტად მლანძღავდა, მათი ოჯახის წევრები იქ არიან, სადაც მამაჩემია…“

ნანიკო ხაზარაძე ახლახან იუბილარი გახლდათ. ცნობილ ტელეწამყვანს 51 წელი შეუსრულდა.

ჟურნალ „სარკეს“ უყვება, როგორია ცხოვრება 50 წლის ზევით და საუბრობს მამაზე, რომელსაც ალცჰაიმერის დაავადება აქვს…

ნანიკო ხაზარაძე: 

ხშირად მეც მავიწყდება ასაკი. ხანდახან რომ დავფიქრდები, 51 წლის ვარ, შოკში ვვარდები, მაგრამ ჩემს ასაკთან შედარებით მართლა კარგად გამოვიყურები. ამით თავს კი არ ვიწონებ, უბრალოდ, როცა ამას მეუბნებიან, ვხვდები, რომ შეფასებები ობიექტურია…

მნიშვნელოვანი ეტაპი იყო თქვენს ცხოვრებაში, როდესაც მამის დაავადებას, ალცჰაიმერს შეეჯახეთ პირისპირ… 

შეხება როდესაც გაქვს შენს საყვარელ ადამიანთან, რომელსაც ეს პრობლემა აქვს, ძალიან ბევრს სწავლობ. ზოგადადაც, ინტერესიანი ადამიანი ვარ. ხანდახან ვამბობ, რომ უდიპლომო ნევროლოგი ვარ. ძალიან ბევრი ადამიანი მწერს და მეკითხება, როგორ მოიქცეს, რა გააკეთოს. ჩემდა უნებურად აღმოვჩნდი ჩართული ამ ყველაფერში…

თუმცა რამდენიმე წლის წინ, როდესაც მამას დაავადებაზე ღიად დაიწყეთ საუბარი და ის მოხუცთა მზრუნველობის სახლში მიიყვანეთ, საზოგადოებისგან არაერთგვაროვანი რეაქცია მიიღეთ. ამის გამო ბევრსაც გაკრიტიკებდნენ. გადაიარა ამ ტალღამ?

მარტივად გაგცემთ ამ კითხვაზე პასუხს: ვინც ყველაზე მეტად მლანძღავდა, მათი ოჯახის წევრები იქ არიან, სადაც მამაჩემია…“