„თავს კარად ვგრძნობ.. უდიდესი მადლობა მოლოცვებისთვის“

ცნობილი ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი მეორე შვილს ელოდება. სიახლემ, როგორც ქეთისთვის საყვარელი ადამიანები, ასევე მისი სოციალური ქსელის გამომწერებიც გაახარა.
სწორედ Instagram გამომწერებისთვის, ქეთიმ მიმართვა გაავრცელა, სადაც მათ მადლობას უხდის ბედნიერების გაზიარებისთვის.

ქეთი ხატიაშვილი აცხადებს, რომ თავს კარგად გრძნობს და უკვე 5 თვის არის, სქესიც იციან, თუმცა ჯერჯერობით არ ამჟღავნებენ.

მისი განცხადებით, კვლავ ჩვეული რეჟიმით არის სამსახურში დატვირთული, პარალელურად ვარჯიშობს და კვებას აკონტროლებს, რათა წონაში არ მოიმატოს.