ცნობილი უკრაინელი მუსიკოსი, როკჯგუფ “ოკეან ელზის“ სოლისტი, სვიატოსლავ ვაკარჩუკი საქართველოში იმყოფება. მან კონცერტი გამართა და გარრდა ამისა, ტყვიავში იმ ჯარისკაცის საფლავზე იმყოფებოდა, რომელიც უკრაინაში ოკუპანტებთან ბრძოლას ემსხვერპლა. ვაკარჩუკმა ამის შესახებ “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე თვითონვე გამოაქვეყნა ინფორმაცია.
“სიტყვები არ მყოფნის, თითოეული ჯარისკაცის, უკრაინისთვის თავგანწირული გმირების დაღუპვით გამოწვეული სინანულისა და ტკივილის გამოსახატად.
ქვეყანა ყოველ დღე კარგავს თავის ვაჟებსა და ქალებს და მხოლოდ უკრაინელები არ სწირავენ ყველაზე ძვირფასს სიბნელეზე სინათლის გამარჯვებისთვის.
გუშინ საქართველოში სოფელ ტყვიავში მოვინახულე მოხალისე ჯონი ოდიშვილის საფლავი, რომელიც უკრაინისთვის იბრძოდა.
ცოტა ხნის წინ ბახმუტთან მოკლეს. როცა ჯონის საფლავთან დავდექი, ეს სევდიანი განცდა იყო, მაგრამ ამავე დროს ძალიან ამაყი და მადლიერი ვიყავი. ჯონის მამამ თქვა, რომ საფლავზე ორი დროშა ფრიალებს, უკრაინული და ქართული.
მადლობა საქართველოს!
ერთად გავიმარჯვებთ
დიდება უკრაინას“ – წერს ვაკარჩუკი.