„რეკლამის გაკეთება უნდოდა და დამიკავშირდა..“ – როგორ გაიცნო და შეაყვარა თავი თათა გიორგობიანს საქმრომ

მას შემდეგ, რაც მომღერალსა და ფსიქოლოგ თათა გიორგობიანს საქმრომ ხელი სთხოვა, საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტი კითხვა გაჩნდა, ვინ არის თათას რჩეული? როგორ გაიცნო მომღერალმა საქმრო და როგორია მათი სიყვარულის ისტორია.

ამ თემაზე ტელეკომპანია „იმედმა“ თათა გიორგობიანთან ბლიც ინტერვიუ ჩაწერა.

კითხვაზე, სად გაიცნო საქმრო, თათა პასუხობს:

„მან მოახერხა ჩემი გაცნობა საქმიდან გამომდინარე, რეკლამის გაკეთება უნდოდა და დამიკავშირდა. ასე მოხერხებულად შემოძვრა, მომაწონა  თავი ინტელექტით, ზრდილობით და ყურადღებით“, – აღნიშნავს თათა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომელმა აუხსენით პირველად სიყვარული, თათა ღიმილით აღნიშნავს, რომ კონსტანტინემ.

„მე მაინც კონსერვატიული შეხედულებები მაქვს და მამაკაცს დაველოდე“ – ამბობს თათა.

მომღერალმა წამყვანის კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ მისთვის ყველაზე რომანტიკული ქალაქი რომია, ვინაიდან იქ კონსტანტინესთან ერთად იმოგზაურა, ხოლო საქართველოში სიღნაღი.

ინტერვიუს ბოლოს თათამ თქვა, რომ ორივე გემრიელად ამზადებს, თუმცა „კონსტანტინეს არაჩვეულებრივი კულინარიული შესაძლებლობები აქვს“.