“ისრაელში მცხოვრებმა ქართველმა ქალებმა მებრძოლებისათვის ხაჭაპურები დააცხეს“

ისრაელში მცხოვრები ბელა ჟამერაშვილი ზოციალურ სელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს:

„შაბათს ღამით, ისრაელში მცხოვრებმა ქართველმა ქალებმა  მებრძოლებისათვის  ხაჭაპურები დააცხეს. 

10 ქართველი  3 ლოკაციაზე გადანაწილდა  და 5 საათის განმავლობაში 1000  ხაჭაპური, ლობიანი და კარტოფილს ღვეზელი მოამზადა.

ცხელ-ცხელი ქართული სამზარეულო მანქანებით ფრონტზე გაჰქონდათ  და ჯარისკაცებს ურიგებდნენ. 

აბა რააა! მადლობა ქალბატონებო!“ – წერს ბელა ჟამერაშვილი.