“არ მინდა დედა უბედური იყოს“ – თი მაჭავარიანი დაშორების შემდეგ, შვილებთან ურთიერთობაზე საუბრობს (ვიდეო)

ინფლუენსერი, თი მაჭავარიანი სოციალურ ქსელში ვრცელ ვიდეოს აქვეყნებს.

თიმ შვილებისა და მისი ყოფილი მეუღლის, დათო გაფრინდაშვილის ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვებს, მათი დაშორების შემდეგ, ძალიან უჭირთ არსებულ სიტუაციასთან შეგუება.

“არ ველოდი ასეთ ემოციურ საღამოს, ემას ძალიან უჭირს ამ სიტუაციასთან შეგუება, ბევრჯერ მეკითხებოდა  დათო სად იყო, მოვიდოდა და ვნახავდით თუ არა ისევ, დროებითი იყო თუ არა ეს ყველაფერი, ბევრი შეკითხვა ჰქონდა, ვეცადე ემოციურად არ მეპასუხა და ამეხსნა მისთვის გასაგებ ენაზე.

ნიტა კი ვიდეოში საუბრობდა, რომ მისთვის ყველაზე ცუდი დღე იყო, რადგან მე და ის ადამიანი აღარ ვართ ერთად და ამბობს, რომ არ უნდა დედა უბედური იყოს, ძალიან რთულია ამის მოსმენა“, – ამბობს თი მაჭავარიანი.