ნინუცა გადაცემაში “შუადღე” სიყვარულზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მამაკაცები დღეს ნაკლებად ეძებენ სერიოზულ ურთიერთობებს:
„შეიძლება ასაკიანი ვარ და ასე გამომივიდეს, ახლანდელი თაობა ვახსენეთ და ჩემი წარმოდგენა სიყვარულზე ძალიან რეალურია. რასაც ვუყურებ, ძალიან ბევრ ყალბ ურთიერთობას ვხედავ. მოსწონხარ, მეგობარი ხარ, ძმაკაცი ხარ, იდეალურები ხართ ერთმანეთისთვის, მაგრამ, რაღაც მომენტში, თუ მიდის ეს ყველაფერი სერიოზულობისკენ და გადაწყვეტილებისკენ, ამბობს, რომ სერიოზულ ურთიერთობას არ ეძებს…“ – ამბობს ნინუცა მაყაშვილი.