“რომ შევხედე ამსიგრძე კაცს თვალებს არ დაუჯერე, ვაიმე ზიდანი ხარ თუ მეჩვენები-მეთქი?“

სოციალური ქსელის მომხმარებელი თეკლა ზუროშვილი სოციალურ ქსელში ზინედინ ზიდანთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს:

,,გზა აებნათ და მივასწავლე ,,კუდიგორის გზა”. ვუთხარი, რომ ქართველები ვართ. კმაყოფილება სახეზე აწერია. მისი ცოლი ამ დროს ფოტოს გვიღებს. ჩვენ და ზინედინ ზიდანი. რაღა ჩვენ გვიპოვა ამხელა წვიმიან ბილბაოში?.. სხვას ველოდებოდით. მე და მერიკო ვიდექით კუთხეში და ცოლი მოვიდა – უკაცრავად, გზა აგვებნა, საით წავიდეთო და რომ შევხედე ამ სიგრძე კაცს, თვალებს არ დაუჯერე, ვაიმე, ზიდანი ხარ თუ მეჩვენები-მეთქი? იცინოდა! ჩემი ქოლგაც კი ცოლს უჭირავს,  სურთი რომ გადაეღოთ”.