2024 წლის გრემის ნომინანტები ცნობილია

2024 წლის მუსიკალური დაჯილდოება გრემის ნომინანტები ცნობილია. რიგით 66-ე დაჯილდოების ლიდერი 9 ნომინაციით SZA გახდა. მეორე ადგილს კი შვიდი ნომინაციით ფიბი ბრიჯერსი იკავებს. 6 ნომინაციით მესამე ადგილს იზიარებენ ოლივია როდრიგო, ტეილორ სვიფტი, boygenius, ბრენდი კლარკი და ვიკტორია მონე.

გრემის მომავალ დაჯილდოებაზე სამი ახალი კატეგორია დაემატება: საუკეთესო აფრიკული მუსიკის პერფორმანსი, საუკეთესო ალტერნატიული ჯაზის ალბომი და საუკეთესო პოპის ცეკვის ჩანაწერი.

ნომინაცია თბილისის სიმფონიურმა ორკესტრმაც დაიმსახურა. ორკესტრის მიერ პიანისტ ივან ლინთან ერთად ჩაწერილი ალბომი, My Heart Speaks, საუკეთესო ლათინო ჯაზის ალბომის კატეგორიაში არის წარდგენილი.

ძირითადი კატეგორიების ნომინანტთა სია ასეთია:

წლის ჩანაწერი

  • Worship – ჯონ ბატისტი
  • Not Strong Enough – boygenius
  • Flowers – მაილი საირუსი
  • What Was I Made For? – ბილი აილიში
  • On My Mama – ვიკტორია მონე
  • Vampire – ოლივია როდრიგო
  • Anti-Hero – ტეილორ სვიფტი
  • Kill Bill – SZA

წლის ალბომი

  • World Music Radio – ჯონ ბატისტი
  • the record – boygenius
  • Endless Summer Vacation – მაილი საირუსი
  • Did You Know That There’s A Tunnel Under Ocean Blvd – ლანა დელ რეი
  • The Age Of Pleasure – ჟანელ მონე
  • GUTS – ოლივია როდრიგო
  • Midnights – ტეილორ სვიფტი
  • SOS – SZA

წლის სიმღერა

  • A&W – ლანა დელ რეი
  • Anti-Hero – ტეილორ სვიფტი
  • Butterfly – ჯონ ბატისტი
  • Dance the Night – დუა ლიპა
  • Flowers – მაილი საირუსი
  • Kill Bill – SZA
  • Vampire – ოლივია როდრიგო
  • What Was I Made For? – ბილი აილიში

საუკეთესო ახალი არტისტი

  • გრეისი აბრამსი
  • Fred again..
  • Ice Spice
  • Jelly Roll
  • კოკო ჯონსი
  • ნოა კანი
  • ვიკტორია მონე
  • The War And Treaty