„ბედნიერი მრავალშვილიანი დედა ვარ“ – 48 წლის თინა კანდელაკს მესამე შვილი შეეძინა

რუსეთში მცხოვრები ტელეწამყვანი თინა კანდელაკი, რომელიც პუტინის რეჟიმის მომხრეა მუდამ იქცევს საზოგადოების ყურადღებას. ამჯერად უცხოური მედია კანდელაკის მესამე შვილზე ალაპარაკდა. ჟურნალისტმა ცოტა ხნის წინ დაწერა, რომ 48 წლის ასაკში დედა მესამედ გახდა.

რუსული მედიის ცნობით, ჭორები თინა კანდელაკის მესამე ბავშვის შესახებ ჯერ კიდევ 2023 წლის დასაწყისში გავრცელდა. მედიის ცნობით, ბავშვი სუროგატი დედის დახმარებით გაჩნდა.

ყველას დიდი მადლობა, ვისთან ერთადაც წინ მივდივარ და მადლობა მათ, ვინც უკან დარჩა. ეს ყველაფერი ჩემთვის საუცხოო მოგზაურობაა ცხოვრებაში, რომელიც უკვე 48 წელია გრძელდება. დაბადების ვულოცავ საკუთარ თავს! ბედნიერი მრავალშვილიანი დედა ვარ და ამით ყველაფერი ნათქვამია” – დაწერა კანდელაკმა სოციალურ ქსელში.