ნოდიკო ტატიშვილის ნიუ-იორკულ კონცერტზე საქართველოს ჰიმნის შესრულებისას საოცარი ემოციები ტრიალებდა

ნიო იორკში ახლახან ნოდიკო ტატიშვილის კონცერტი გაიმართა.

მომღერალმა საკუთარ რეპერტუართან ერთად, შეკრებილი ქართველი ემიგრანტებისთვის საქართველოს ჰიმნიც იმღერა და დარბაზში საოცარი ემოციები დაატრიალა.

კონცერტის ორგანიზატორი, მაკა ზაბახიძე წერს:

„SOLD OUT ‼️!

ნიუ იორკში, 10 დღეში, ნოდიკო ტატიშვილის კონცერტზე დასასწრები ყველა ბილეთი გაიყიდა‼️

კულტურული საზოგადოება, ბედნიერი და კმაყოფილი მსმენელი, ემოციებით ამღერებული  დარბაზი, ბევრი სითბო, ჩახუტება და სიყვარულის გამომხატველი სახეები  – ასე დაამახსოვრდება ეს საღამო ყველა ადამიანს, ვისაც ნოდიკოს შემოქმედება უყვარს.

უდიდესი მადლობა თითოეულ სტუმარს, მობრძანებისთვის, გაერთიანებისთვის, მადლიერების გამოხატვისა და სიყვარულისთვის.

უღრმესი მადლობა რესტორან Nota Bene-ს ხელმძღვანელობას, თითოეულ თანამშრომელს,  ფორს-მაჟორულ სიტუაციაში  ჩვენთან თანამშრომლობისთვისა და ქართული ნიჭის  დაფასებისთვის.

დილიდან არ წყდება მადლობის ზარები და მესიჯები.

ძალიან ბედნიერი და მადლიერი ვარ, რომ ეს საღამო შედგა!

ძალიან დიდი მადლობა ნოდიკო ტატიშვილს, რომ ასეთი სითბო გვაჩუქა და დაგვიტოვა ჩვენ, ყველას.

მომავალ შეხვედრამდე, მეგობარო…“