გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“ სტუმრად მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა ქარქაშაძე იმყოფებოდა.
რუსკამ მის მეუღლესთან ურთიერთობაზე ისაუბრა:
„შეიძლება ყოველდღიურ საკითხებზე ვერ შეთანხმდე, მაგრამ მთავარი საბაზისო ინტერესები თუ ერთია, იქ უკვე მყარია ურთიერთობა. ორივე ვთვლით, რომ ჩვენი საბაზისო ინტერესები ერთი გვაქვს. გემოვნება აბსოლუტურად ერთი გვაქვს. რის გამო ხშირად ვკამათობთ კიდეც, მაგრამ ეს ალბათ უფრო კარგია, ვიდრე ცუდი.
მე ყოველთვის ჩემზე უფროს ადამიანებთან ვურთიერთობდი. რადგან დიდ ადამიანებთან მიწევდა ურთიერთობა, თითქოს მეც მალე გავიზარდე.
ლაშაც ჩემზე გაცილებით დიდია და კარგად გავუგეთ ერთმანეთს. ჩვენი ინტერესები უფრო დაემთხვა და უფრო გავუგეთ ერთმანეთს, ვიდრე შეიძლებოდა ჩემი ასაკის ბიჭისთვის გამეგო.
ჩვენს შორის 12 წელია სხვაობა. ვიზუალურად არ გვეტყობა. ასაკობრივი სხვაობა უფრო მეხმარება. მასთან ურთიერთობაში ბევრი რამ მიმარტივდება“, – ამბობს რუსკა ქარქაშაძე.