ორი ლეგენდა სცენაზე – ბესო კალანდაძემ და გია მაჭარაშვილმა 38 წლის წინ დაწერილი სიმღერა შეასრულეს

პროექტში  „მიმღერე“ ორი ლეგენდა, ბესო კალანდაძე და გია მაჭარაშვილი წარდგნენ მაყურებლის წინაშე.

„კომპოზიტორ გია მაჭარაშვილს და უბადლო ვოკალს დედამიწაზე, მეფეს, ბესო კალანდაძეს  ვთხოვთ სცენაზე“, – ასე წარადგინეს ყველასთვის საყვარელი შემსრულებლები პროექტის წამყვანებმა, მანიკა ასათიანმა და დუტა სხირტლაძემ.

სიმღერის შესრულებამდე მათ შემოქმედებით წარსულზე ისაუბრეს.

ბესო კალანდაძე:

ჩვენ ფაქტობრივად 80-იანი წლების შემდეგ ერთად არც შეგვისრულებია არაფერი.

გია მაჭარაშვილი:

გახსოვს ერთად რომ ვატარებდით კონცერტებს. მიხარია, რომ ახლა ერთად ვართ, იმიტომ რომ ბევრი წლები გვაქვს ერთად გატარებული. დღეს ვიმღერებთ „ლურჯთვალება იას“, მეც შევახსენებ  მსმენელს ჩემს ახალგაზრდობას და შენც შეახსენებ შენს პროფესიულ მხარეს.

სიმღერა, როგორც შემსრულებლებმა აღნიშნეს 1985 წელს დაიწერა. 

ბესო კალანდაძისა გია მაჭარაშვილის ნამღერმა მაყურებლის აღფრთოვანება დაიმსახურა.