“9 წელია მარტო ვცხოვრობ, სულ სხვანაირ ადამიანად ჩამოვყალიბდი… დედა ემიგრაციიდან ჯერ ვერ დავაბრუნე”

“პრაიმ ჰაუსის” მეოთხე სეზონის მონაწილემ, ბესო იაკობიძემ თავისი ცხოვრების შესახებ “პრაიმ ტაიმთან” ისაუბრა.

– მოვლენა, რომელმაც შეგცვალა …

– შემცვალა იმ ფაქტმა, რომ 9 წელია, მარტო ვცხოვრობ… სულ სხვანაირ ადამიანად ჩამოვყალიბდი;

– ვერასდროს წარმოვიდგენდი …

– რომ ამდენი ადამიანის სიყვარულს დავიმსახურებდი, რამდენიმე კვირაში;

– ცხოვრება რომ თავიდან იწყებოდეს …

– ბევრ რამეს შევცვლიდი, მეტ დროს დავუთმობდი ხელოვნებას…

– სტიმულს გაძლევს …

– ჩემი სამეგობრო;

– გეგმა, რომელიც ჯერ ვერ განახორციელე …

– დედაჩემის დაბრუნება ემიგრაციიდან;

– პირველი სიყვარულის ისტორია …

– ძალიან განსხვავებული და დასამახსოვრებელი იყო ჩემთვის. 19 წლის ვიყავი, მერე აღარც მყვარებია…

– ვერასდროს ვიქნებოდი …

– ვერასდროს ვიქნები უმადური ადამიანი …

– მეშინია …

– საყვარელი ადამიანების დაკარგვის…

– რჩევას ვიღებ …

– რჩევას ვიღებ ნებისმიერი ადამიანისგან და ვითვალისწინებ იმას, რასაც მე ჩავთვლი საჭიროდ;

– მოხუცი ვიქნები …

– ალბათ, ძალიან საინტერესო ჩემი შვილიშვილებისთვის. ყველა იმ თავგადასავალს მოვუყვები, რაც ცხოვრებაში გამომივლია.

– საინტერესოა, „პრაიმ ჰაუსზე“ რას ეტყვი … 

– „პრაიმ ჰაუსში“ მოღვაწეობა ჯერ არ დამიმთავრებია, მერე გადავწყვეტ, აქედან რომელ ნაწილს მოვუყვები (იცინის).