ოთხშაბათს, 22 ნოემბერს „ნიკოლოზის კითხვების“ სტუმარი, მსახიობი მედეა ლორთქიფანიძე იქნება.
როგორც ანონსიდან ვიგებთ, მედეას საკმაოდ რთული ცხოვრება აქვს გამოვლილი, რომელზედაც ძალიან გულწრფელად საუბრობს.
„მე და მამას დაგვეჯახა მანქანა, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 2 წელიწადში დედაჩემიც. ჭურჭლის მრეცხავად დავიწყე მუშაობა საბავშვო ბაღში, რამდენჯერ მინატრია, ვინმეს ერთი ნაჭერი პური დარჩეს მეთქი, ბევრჯერ თავის ჩამოხრჩობაც მინდოდა“, – ამბობს მედეა ლორთქიფანიძე.