“ეს იყო საშინელი კადრები, რომელიც არასოდეს დამავიწყდება“ – ლიკა ყაზბეგი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

სამოდელო სააგენტო ,,ლიკა ყაზბეგის” ხელმძღვანელი, ლიკა ყაზბეგი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,გუშინ, ვერაზე შევესწარი საშინელ ფაქტს. გოგონამ მანქანა დაარტყა ძაღლს. ეს იყო საშინელი კადრები, რომელიც არასოდეს დამავიწყდება. მძღოლი არ გაქცეულა (ვერც გაიქცეოდა, მთელი თარხნიშვილი შემოეხვია საწყალ ძაღლს). ვთხოვდით, ჩაესვა მანქანაში და წაეყვანა (ამბობდა, რომ ალერგიული იყო ძაღლის ბეწვზე), მაგრამ ბოლოს სხვა გზა არ დაუტოვეს. მანქანაში ჩაუჯდა სამი ადამიანი და წაიყვანეს კლინიკაში. მე პატრონი მოვძებნე და ჩვენც მათკენ გავემართეთ.

იქ განვითარდა საშინელი სიტუაცია, როდესაც [მძღოლი ქალის] (გვარს ჯერჯერობით არ ვასახელებ, ვისი შვილია და ვისი რძალი ) ქმარი მოვიდა, ცოლს დაუწყო ჩხუბი, რომ დაეტოვებინა ძაღლი და მერე ექიმებს მიმართა, რომ საერთოდ დაეძინებინათ.

იმის მაგივრად, რომ მთლიანად თავის თავზე აეღოთ ძაღლის გადარჩენის და რეაბილიტაციის თანხები, როგორც ხდება ხოლმე და არაერთს გაუკეთებია. ძაღლის პატრონი სოციალურად დაუცველია. არიან დედა-შვილი და არც ერთი არ მუშაობს. გამორიცხულია, ფინანსურად მათ რამე შეძლონ.

მძღოლმა მიზერული თანხა დახარჯა და ხელი დაიბანა და განაცხადა, რომ მეტ თანხას აღარ გადაიხდია, არად საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან არის. ამ გაწამაწიაში არ დაავიწყდა, ეთქვა, ვინ იყო მისი დედამთილი. ქმარი კი ფსიქოლოგია და უკრაინელებთან ერთად ძვირადღირებული რეაბილიტაცის ცენტრი აქვს გახსნილი. სწორედ ეს ,,ფსიქოლოგი” ერთ-ერთ ქალბატონს დაემუქრა, რომ ტელეფონს გადააყლაპებდა (მოეჩვენა, რომ უღებდა).

მოკლედ, კიდევ ერთი უბედური არსება კვდება ახლა ხორავას 7 ნომერში საშინელი ტკივილებით. უთხრეს ოპერაცია და სანამ ეს პატრონი პოლიციაში ავა, განცახდებას დაწერს და ამ გოგოს აიძულებენ, მოქალაქეობრივი ვალი მოიხადოს, ეს საცოდავი ჰასკი მოკვდება. მეც ამომეწურა რესურსი. ეს გოგო ჩემა ტელეფონს აღარ იღებს, ვთხოვე, ვეხვეწე, მის ოჯახს მაინც ნუ ჩააგდებს ცუდ მდგომარეობაში და გააკეთოს ის, რაც ევალება ადამიანურად. არაფერმა გაჭრა, დაბლოკა ჩემი ტელეფონი.

იქნებ სხვამ უკეთესად აუხსნას, ძაღლსაც ისევე სტკივა, როგორც ადამიანს და ნუ მოიქცევა ისე, რომ მერე მთელი ცხოვრება ინანოს. საჯაროდ ჯერჯერობით არ დავწერ, მაგრამ პირადში ვინც მომწერს, ვეტყვი ვისი შვილია, ფსიქოლოგი, ქმარი ( ქალებს რომ ემუქრება) ვინ ჰყავს და დედამთილი ვინ არის, რომელსაც მე კარგად ვიცნობ. ნამდვილად არ გაუხარდება თავისი რძლის საქციელი. თუ ვინმე ჩემზე უკეთ აუხსნის ამ გოგოს მის საქციელს, დავაკავშირებ”, – წერს ლიკა ყაზბეგი, რომელიც ცხოველთა მოყვარული და დამცველია.