საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა საბა ლობჟანიძემ “ჩცდ“-ს მსახიობს ხელი სთხოვა

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა საბა ლობჟანიძემ რჩეულს, სალი კერატიშვილს ხელი სთხოვა.

როგორც ჩანს, საბამ სალის ხელი სტადიონზე სთხოვა.

სალი კერატიშვილი სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალები“ გვახსოვს, სადაც ის კესოს როლს თამაშობდა.

საბა ლობჟანიძე ამჟამად აშშ-ში, „ატლანტა იუნაიტედში“ თამაშობს.