კოსტა სანიკიძე, რომელსაც საზოგადოება სატელევიზიო რეალითი შოუ, “პრაიმ ჰაუსიდან” იცნობს, დაჭრეს. Ambebi.ge-ს ინფორმაციით, სანიკიძეს ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარის შესახებ დეტალებს ლენუკა ყიფშიძე გვიყვება.
“ეს ადამიანი მანამდე (რამდენიმე დღით ადრე) მეზობელთან შევიდა და კოსტა სანიკიძეს კითხულობდა. საერთოდ არ ვიცით ვინ არის. არც კოსტა იცნობდა, გაოგნებული იყო.
მერე რუსთავი 2 მოვიდა ჩაწერეს, პოლიციაშიც იყო (კოსტა), აქტიურად იყო პოლიციაც ჩართული და წყნარად ვიყავით.
დღეს, გამთენიისას სახლში დაუკაკუნა კარზე, შვიდი საათი იყო და დედამისის თვალწინ დაჭრა. წარმოიდგინეთ, დედამისი უყურებდა, შვილს როგორ უჭრიდნენ.
პათოლოგი ვიღაცა, არც იცნობდა კოსტა ამ ადამიანს. იმასაც ვფიქრობ, ვიღაცამ ხო არ დაიქირავა. აბა, რა უნდა იყოს?! ადამიანს სახეზე არ იცნობს”, – ამბობს Ambebi.ge-სთან ლენუკა ყიფშიძე.
Ambebi.ge-ს ინფორმაციით, სანიკიძეს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული. როგორც შსს-ში გვითხრეს, ბრალდებული ამ დროისთვის დაკავებულია. გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.