“მე, შვილმკვდარმა ქალმა მოვძებნე საკუთარ თავში ძალა და ცხოვრება თავიდან შევიყვარე” (ვიდეო)

2017 წლის 23 თებერვალს ჟურნალისტ, მაია ასათიანის ოჯახის ტრაგედიამ მთელი ქვეყანა დაადუმა. ცნობილი ტელეწამყვანის ერთადერთი შვილი მენინგიტის შედეგად საფრანგეთში გარდაიცვალა.

ტრაგედიის შემდეგ, ტელეწამყვანი მალე დაუბრუნდა ეკრანს და ცხოვრება განაგრძო. ახლა კი უპრეცედენტო ტრენინგების ჩატარებას აპირებს მათთვის, ვინც საყვარელი ადამიანი დაკარგა და არ იცის ცხოვრება როგორ გააგრძელოს.

“ცხოვრება ტრაგედიის შემდეგ!”, – წერს მაია ასათიანი.